აჭარაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 17:20 საათზე საათზე, აჭარაში მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის სიმძლავრე 3.9 (ML) მაგნიტუდა იყო.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქოქოლეთი იყო.