სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო სამედიცინო დაწესებულებები მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ და მთავრობას მიმართავს კონკრეტული საკითხების მოგვარების თხოვნით.
“პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველომ ეფექტიანად და დროულად განახორციელა კომპლექსური ღონისძიებები ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შეკავებისა და გავრცელების დაყოვნების მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ მიღწეული შედეგები სათანადოდ შეფასდა საზოგადოების მხრიდანაც”, – ნათქვამია გაერთიანების განცხადებაში.
მიუხედავად აღნიშნული მიღწევებისა, გაერთიანებაში მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ქვეყანას სხვა გამოწვევებიც უდგას, “ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოსა და სამედიცინო პროფესიული საზოგადოებების მეტი კონსოლიდაცია, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების პერმანენტული გატარება”
“კერძოდ, მასობრივი ტესტირება, კონტაქტების შესწავლა/იზოლაცია. ამავე დროს უნდა განხორციელდეს უშუალოდ დაავადების ეფექტიანი მართვა და მკურნალობა ყველა დონეზე”.
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყნის ყველა სამედიცინო დაწესებულება სრულად უნდა აღიჭურვოს პერსონალური დაცვის საშუალებებით. ამასთან, პროფესიულ ასოციაციებთან კონსულტაციით, დაუყოვნებლად უნდა დამტიცდეს COVID-19 პანდემიის დროს პაციენტების მართვის ინსტრუქციები. გაერთიანება ასევე ითხოვს იმ ექიმებზე კომპენსაციის გაცემას, რომლებიც მოვალეობის შესრულების დროს კორონავირუსით დაინფიცირდნენ.
“გაერთიანება გამოდის ინიციატივით, სახელმწიფოს მიერ მოხდეს კონკრეტული ღონისძიებების გატარება, რაც უშუალოდ აისახება COVID-19 ის წინააღმდეგ მობილიზებული სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერისთვის:
ასოციაციის განცხადებით, არ უნდა შეფერხდეს მრავალი ადამიანის სამედიცინო დახმარება. რისთვისაც, პროფესიულ ასოციაციებთან კონსულტაციით, დაუყოვნებლად უნდა მოხდეს COVID-19 პანდემიის დროს პაციენტების მართვის ინსტრუქციების დამტკიცება ე.წ. Guidance და არა Guideline, სადაც მოცემული იქნება რეკომენდაციები პანდემიის პირობებში გეგმური პროცედურების მაქსიმალურად გადავადების და ამავე დროს გამოიყოფა ნოზოლოგიები, რომელთა მკურნალობის გადავადება არ იქნება მიზანშეწონილი.