ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსზე გაფართოებულ ტესტირებაში ჩაერთვებიან მოხუცთა თავშესაფრები და შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანისონატები.

„ჩვენ განვიხილავთ ამ წუთებში, თუ რა იქნება შემდეგი ჯგუფი, რომელიც გაფართოებულ ტესტირებში ჩაერთვება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცებულების თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები, სადაც მოთავსებულნი არიან შშმ პირები, როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებაში, რადგან მოხდეს ამ ჯგუფების შესწავლა და არ მოხდეს, ინფექციის გავრცელება“, – ამბობს ტიკარაძე.

მინისტრის განმარტებით, ამ ტესტირების დაწყება სამინისტროს უკვე შეუძლია, თუმცა გარკვეული „დოკუმენტური პროცედურების დასრულების შემდეგ”, თარიღს ზუსტად გამოაცხადებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 27 აპრილს თქვა, რომ ქვეყანაში კორონავირუსზე არა მასობრივი, არამედ გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსზე შემოწმდა მოსახლოების 0.6%.

კოვიდზე გატესტილია მოსახლეობის 0.6%, რაც საშუალო მაჩვენებლია – გამყრელიძე