გაიზარდოს ტესტირება და მოიხსნას აბსურდული შეზღუდვები – ჭიაბერაშვილი

“ევროპული საქართველოს” შეფასებით, საზოგადოებაში ძალიან ბევრი ლეგიტიმური კითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რამდენად გამართლებულია მთავრობის მიერ არჩეული კურსი როგორც ეკონომიკის, ისე ჯანდაცვის მიმართულებით.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს, 28 მარტს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ დროს სახელისუფლებო გუნდი ლეგიტიმურ კითხვებს უწოდებს ქვეყნის მტრობას, რაც სპობს შესაძლებლობას, რომ საზოგადოებამ სწორად შეაფასოს და დაინახოს ის შეცდომები, რასაც მთავრობა უშვებს.

“პირველი საკითხი ეხება ტესტირებას, რაზეც დიდი ხანია არსებობს, პირველ რიგში, მედპერსონალიდან და, ზოგადად, საზოგადოებიდან მოთხოვნა, რომ გაიზარდოს დიაგნოსტიკა, ჩატარდეს მეტი ტესტი, გვქონდეს სრულფასოვანი ეპიდემიოლოგიური სურათი, მით უმეტეს, რომ ქვეყანაში ამის რესურსი არსებობს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება. ჯანდაცვის სამინისტრომ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გამოაქვეყნოს არა მარტო ზოგადი რიცხვები, არამედ, რომელ რაიონში რა რაოდენობის ტესტი ჩატარდა; მედპერსონალისთვის ყოველდღიურად სად, რომელ საავადმყოფოში, რამდენი ტესტი ჩატარდა”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისი თქმით, ტესტირება და ფართო დიაგნოსტირება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საჭიროზე მეტი შეზღუდვა არ იყოს დაწესებული.

“აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ “ქართული ოცნება” შერჩევითად იყენებს ამ შეზღუდვებსაც და ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს შეუძლიათ,  გადაადგილდნენ შეუზღუდავად, დაარღვიონ დაწესებული შეზღუდვები და ამ დროს მოქალაქეები მორჩლად ისხდნენ სახლში. ეს შერჩევითი სამართალი ამ ნაწილშიც უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

“ევროპული საქართველო” მთავრობისგან ითხოვს: