კორონავირუსის შემთხვევები 24 საათში 11-ით გაიზარდა და 496 გახდა

27 აპრილის დილის მდგომაროებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 24 საათში 11-ით გაიზარდა და 496 გახდა.

მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 149 პაციენტი, 6 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 833 ადამიანი, 571 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.