ახალი ამბები

საქართველოს ცაზე Space X-ის Starlink-ის თანამგზავრები გამოჩნდა

26 აპრილი, 2020 • 8449
საქართველოს ცაზე Space X-ის Starlink-ის თანამგზავრები გამოჩნდა

26 აპრილს საღამოს საქართველოს ცაზე ათობით მანათობელი ობიექტი გამოჩნდა.

ეს ობიექტები არის მილიარდერი ილონ მასკის კომპანია Space X-ის თანამგზავრები, რომლებიც რამდენიმე ქვეყნის ცაზე გამოჩნდა.

საუბარია Space X-ის პროექტ Starlink-ზე, რომლის ფარგლებშიც კომპანიას უკვე 400-ზე მეტი თანამგზავრი ჰყავს ორბიტაზე გაშვებული.

ილონ მასკი 2022 წლამდე გეგმავს 12 ათასი თანამგზავრის გაგზავნას და პროექტის საბოლოო მიზანია, მსოფლიოსთვის არსებულზე გაცილებით სწრაფი ინტერნეტის მიწოდება.

ბოლო პერიოდში არაერთი ქვეყნიდან შეუარაღებელი თვალით ჩანს თანამგზავრები.

Starlink-ის ვებგვერდის თანახმად, თბილისიდან თანამგზავრების დანახვა 27 აპრილს 21:07 საათზე და 30 აპრილს 05:34 საათზე იქნება ყველაზე უკეთ შესაძლებელი.

 

შენიშვნა: გარეკანის ფოტო საქართველოდან გადაღებული არ არის

მასალების გადაბეჭდვის წესი