ახალი ამბები

ეკონომიკური ზრდა 4%-ით შემცირდება – გახარია

24 აპრილი, 2020 • 620
ეკონომიკური ზრდა 4%-ით შემცირდება – გახარია

Covid-19-ის კრიზისის ფონზე ეკონომიკური ზრდა 4%-ით შემცირდება. მონაცემები პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზენტაციაზე წარმოადგინა, რომელსაც ის მთავრობის ადმინისტრაციაში მართავს.

გახარიამ “კრიზისული ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრები” წარმოადგინა, რომელთა თანახმადაც ქვეყნის ბიუჯეტი შემოსავლების სახით 1.8 მილიარდ ლარს დაკარგავს.

“რა თქმა უნდა, აქ ჩვენ მარტივად და სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება მიმდინარე ხარჯების შემცირების თაობაზე და ამან ჩვენ მოგვცა დაახლოებით 300 მილიონი ლარი”, – აღნიშნავს გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი