სომხეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა გამოავლინეს და, ჯამში, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 1473 შეადგინა. COVID-19-ით დაინფიცირების შემდეგ გარდაცვლილთა რიცხვი კი 24-ია.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, ამ დროისთვის სომხეთის სამედიცინო დაწესებულებებში 816 ადამიანი მკურნალობს, 633 – განიკურნა.
ამავე თემაზე: