თბილისმა სოხუმს მორიგი მნიშვნელოვანი საარქივო მასალები გადასცა

“უნდა აღინიშნოს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაბრუნების დადებითი დინამიკა. ქართულმა მხარემ აფხაზეთს მნიშვნელოვანი გაციფრულებული საარქივო დოკუმენტების მორიგი პაკეტი გადასცა”, – წერია აფხაზეთის საგარეოს ინფორმაციაში.

 

აღნიშნული საარქივო მასალები, როგორც აფხაზეთის საგარეო უწყება აცხადებს, აფხაზეთის ქალაქების ტექნიკურ დოკუმენტაციას და დიდი რაოდენობით სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოიცავს, რომლებიც აფხაზეთის საარქივო დაწესებულებებს გადაეცემათ. 

 

“მხარეებს შორის ჟენევის დისკუსიების მოედანზე ამ მხრივ სამუშაოების გაგრძელების შესახებ შეთანხმება მიღწეულია”. 

 

აქვე ნათქვამია, რომ “აფხაზური და ოსური მხარეები არ მონაწილეობდნენ “დევნილთა” დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე”. 

 

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 8-9 დეკემბრისთვის არის დანიშნული. 

 

2015 წლის აპრილში ჟენევის მოლაპარაკებათა რაუნდზე ქართულმა მხარემ აფხაზეთის დელეგაციას ღირებული საარქივო ვიდეოჩანაწერები გადასცა.

 

აფხაზეთი, ფოტო: ნეტგაზეთი
აფხაზეთი, ფოტო: ნეტგაზეთი

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას