ნამიბია 16:17 საქართველო — ბორჯღალოსნები RWC 2019-ის ავტომატურ კვალიფიკაციას მიუახლოვდნენ

ნამიბიელებმა მატჩის დებიუტშივე ჯარიმის გატანა მოახერხეს და ბორჯღალოსნებთან სამი ქულით დაწინაურდნენ. მე-10 წუთზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ლელო გაუუქმდა. ეპიზოდის განმეორებით ნახვის შემდეგ მსაჯმა ჩათვალა, რომ ბორჯღალოსნების შეტევისას ქართველ მორაგბეს ბურთი წინ გაუვარდა. მატჩის მე-18 წუთზე ნამიბიელებმა კიდევ ერთი ჯარიმა შეასრულეს ზუსტად და ანგარიში ექვს ქულამდე გაზარდეს.


ეხვედრის 33-ე წუთზე მეტოქესთან იდაყვის გამოყენებით თამაშის გამო მსაჯმა ბრეგვაძე გააფრთხილა, რის გამოც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ათი წუთით კაცნაკლული თამაშობდა.


This fan is really enjoying #NAM‘s performance v #GEO. Do a little dance. #NAMvGEO pic.twitter.com/qAkPruIBLU

— Rugby World Cup (@rugbyworldcup) October 7, 2015

 

35-ე წუთზე ნარიაშვილმა ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს იძულებითი ცვლილების გნხორციელება მოუწია. დაშავებული მორაგბის ადგილი ასიეშვილმა დაიკავა. პირველი ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი ქართველი მორაგბე დაშავდა, თუმცა ვიტო კოლელიშვილი მოედანზე მალევე დაბრუნდა. ის დროებით მამუკაშვილმა შეცვალა.

 

ქართველი მორაგბეები ნამიბიასთან თითქმის მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ. ტაიმის ბოლო 15 წუთი ბორჯღალოსნები ლელოს დადებასთან არაერთხელ იყვნენ ახლოს, მსაჯმა ორ ნამიბიელ მორაგბეს დაატოვებინა მოედანი, თუმცა შეხვედრის პირველი ნახევარი საქართველოს ნაკრებმა მაინც უქულოდ დაასრულა.


WHO ELSE? Mamuka Gorgodze, one of the stars of #RWC2015, powers over for #GEO‘s first points #NAM 6-7 #GEO #NAMvGEO pic.twitter.com/iwvsVX2eK8

— Rugby World Cup (@rugbyworldcup) October 7, 2015

 

 

ხანგრლივი შეტევის შემდეგ, 50-ე წუთზე, ბორჯღალოსნებმა მეტოქეს პირველი ლელო დაუდეს. თავი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მამუკა გორგოძემ გამოიჩინა. გარდასახვა კვირიკაშვილმა ზუსტად შრასრულა და რამდენიმე წამში ქართველი მორაგბეები ერთი ქულით წინ გავიდნენ.

 

მალევე, შეხვედრის 55-ე წუთზე, მალაღურაძემ ნამიბიელებს კიდევ ერთი ლელო დაუდო, ხოლო კვირიკაშვილმა მეორე გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და ქართველი მორაგბეები 8 ქულით დაწინაურდნენ. მატჩის 68 წუთზე საჯარიმო დარტყმით კვირიკაშვილმა საქათველოს ნაკრებს კიდევ სამი ქულა მოუტანა.

 


#NAM earn their first ever #RWC point while #GEO seal their 2nd win of #RWC2015 in a pulsating clash #NAMvGEO pic.twitter.com/90Nh9PFuN6

— Rugby World Cup (@rugbyworldcup) October 7, 2015

 

  

70-ე წუთზე ზუსტი საჯარიმო დარტყმით ნამიბიელთ გამთმაშებელმა თეონს კოტცემ სხვაობა ორი ქულით შეამცირა. მალევე ნამიბიელთა მეათე ნომერმა ბორჯღალოსნებს ლელოც დაუდო. კოტცემ გარდასახვაც ზუსტად შეასრულა, რის შედეგადაც ანგარიში ნამიბიასა და საქართველოს შორის მინიმუმამდე შემცირდა.


ნამიბიის ნაკრებმა მატჩის ბოლო წუთებში ბორჯღალოსნებს კიდევ რამდენჯერმე შეუტიეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და გამარჯვება ქართველ მორაგბეებს დარჩათ. მარცხის მიუხედავად, თამაშის საუკეთესო მოთამაშედ ნამიბიელი მორაგბე, თინუს ფლისისი დასახელდა.


He made the most tackles in the match with 14, it’s your man of the match @Gemsbokjagter! #NAMvGEO #RWC2015 pic.twitter.com/NaZdYvZOJG

— Rugby World Cup (@rugbyworldcup) October 7, 2015


საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 8 ქულა დააგროვა და მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა შემდეგ ეტაპზე მხოლოდ პირველი ორი გუნდი თამაშობს.


STANDINGS Victory takes #GEO a step closer to a place at #RWC2019, while #NAM earn their first ever #RWC point pic.twitter.com/vwlKvw2heZ

— Rugby World Cup (@rugbyworldcup) October 7, 2015


C ჯგუფში 14 ქულით პირველ ადგილზე ახალი ზელანდიაა, მეორეზე – 10 ქულით, არგენტინა. მეოთხე ადგილს ერთი მოგებით ტონგა იკავებს, რომელიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პირველ მატჩში დაამარცხა. ბოლო ადგილზე კი ნამიბიის მორაგბეთა ნაკრებია, რომელმაც ჯგუფში ყველა მატჩი წააგო.


He gave his all on the pitch yet #GEO talisman Mamuka Gorgodze still finds time to meet his fans #RWC2015 https://t.co/8E8x0pKviL

— Rugby World Cup (@rugbyworldcup) October 7, 2015