ნასა კიდევ ერთ “გასაოცარ” განცხადებას გააკეთებს

დოქტორმა ალან სტერნმა, რომელიც ნასას მისიაში პლუტონის ახალ ჰორიზონტს იკვლევს, ამის შესახებ კანადაში ერთ–ერთ უნივერსიტეტში საუბრის დროს განაცხადა. პლუტონის ახალ ფოტოებზე საუბრისას სტერნმა თქვა: “ნასას არ მოუცია ჩემთვის უფლება გითხრათ, რის თქმას ვაპირებთ ხუთშაბათს. ეს გასაოცარია”.

 

გასულ კვირაში ნასამ გაავრცელა ფოტოები პლუტონის ზედაპირის, რომელზეც ასახულია მთების, კრატერებისა და გამოქვაბულების პეიზაჟები. სტერნმა თქვა: “ეს სამყარო ცოცხალია”.

 

ჯერ უცნობია რას შეეხება ნასას ახალი განცხადება, რომელიც 8 ოქტომბერს უნდა გამჟღავნდეს. რამდენიმე დღის წინ ნასამ ახალი აღმოჩენის შესახებ განცხადება დააანონსა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა მარსზე წყლის არსებობის შესახებ.

nasa
nasa