“შექმნილი აჟიოტაჟი არის სრულიად უსაფუძვლო. ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისათვის, რომ თბილისის მთავრობა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული. რაც შეეხება მერიაში არსებულ ვაკანტურ ადგილებს, ისინი უახლოეს მომავალში შეივსება კვალიფიციური კადრებით. მათ შორის იცით, რომ სამ ვაკანსიაზე უკვე კონკურსია გამოცხადებული. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევას, რომლებზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობდით. თავნიმდევრულად და ეფექტიანად განვავითარებთ ჩვენს დედაქალაქს.”

 

დავით ნარმანიამ აღნიშნული თბილისის მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

 

კონკურსი გამოცხადდა არქიტექტურის, ტექნოლოგიური განვითარების სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელების ვაკანტურ თანამდებობებზე.

 

თბილისის მერიაში ვაკანტური რჩება ზედამხედველობის სამსახურის, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობები, ასევე, ვაკანტურია სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელისა და ეკონომიკური განვითარების ფონდის ხელმძღავნელის პოსტები, ხოლო ვაკის მუნიციპალიტეტს არ ჰყავს გამგებელი.

დავით ნარმანია

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *