მულახში სასაზღვრო პოლიციელმა თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნა

მესტიის რაიონ სოფელ მულახში სასაზღვრო პოლიციელმა თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნა. იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, „20 აპრილს მესტიის რაიონის სოფელ მულახში შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან  ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელ  ბ.ი.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ბ.ი. ადგილზე გარდაიცვალა“.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

პირი, რომელმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა, პროკურატურის ცნობით, დაკავებული არ არის. უწყების განცხადებით, „დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით  ხორციელდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები“.