საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 402-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 402-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, Stopcov.ge-ზეა განთავსებული.

20 აპრილის 11 საათისთვის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 399 იყო.

გარდა ამისა, Stopcov.ge-ის ცნობით, გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც — 95 ადამიანი (11 საათისთვის 93 გამოჯანმრთელებულის შესახებ იყო ცნობილი).

მთავრობის/stopcov.ge-ს ცნობით, უახლესი სტატისტიკა ასეთია:

გირჩევთ წაიკითხოთ:

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას ეკონომიკური სიტუაციის გამოსასწორებლად