ფაშინიანმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაითხოვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ბრძანებით, თანამდებობიდან დაითხოვეს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ ჰოვანისიანი.

რა გახდა მისი პოსტიდან დათხოვნის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

ჰოვანისიანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2018 წლის დეკემბერში დანიშნეს. მანამდე აშშ-ში სომხეთის ელჩის პოსტს იკავებდა.