ახალი ამბები

შსს-ში არ ამბობენ, დააკავეს თუ არა პირი, რომელმაც LIVE-ში ბიბლიოთეკაში ცეცხლი გააჩინა

19 აპრილი, 2020 •
შსს-ში არ ამბობენ, დააკავეს თუ არა პირი, რომელმაც LIVE-ში ბიბლიოთეკაში ცეცხლი გააჩინა

განახლება 23:20 საათი: ნიუსის გამოქვეყნების შემდეგ, შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პირი პოლიციელებმა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, დააკავეს თუ არა პირი, რომელმაც ფეისბუკის პირდაპირ ეთერში სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინა.

უწყებაში მხოლოდ ამბობენ, რომ დაიწყო გამოძიება – სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შსს-ში ასევე გვითხრეს, რომ ახალი ცნობების შესახებ მიღებისთანავე შეგვატყობინებდნენ.

ხანძარი ბიბლიოთეკაში პირმა რამდენიმე საათის წინ გააჩინა და ფეისბუკზე დაპოსტა. ამის შემდეგ, მან გამოაქვეყნა კიდევ რამდენიმე პოსტი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დაიწვა საოფისე ინვენტარი. შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი