ახალი ამბები

ლიტანიობა ბაგრატის ტაძარში, დისტანციის გარეშე [ვიდეო]

19 აპრილი, 2020 • 2639
ლიტანიობა ბაგრატის ტაძარში, დისტანციის გარეშე [ვიდეო]

ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე ავრცელებს კადრებს, სადაც ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში ლიტანიობაა აღბეჭდილი აღდგომის ღამეს.

ვიდეოში ჩანს, რომ მრევლი სასულიერო პირებთან ერთად ტაძარს ტრადიციისამებრ გარს უვლის რამდენიმეჯერ, თუმცა ამ დროს 2-მეტრიანი დისტანციის წესი დაცული არ არის.

როგორც ცნობილია, 21 საათიდან 06 საათამდე კარანტიის საათია გამოცხადებული და გადაადგილება აკრძალულია. მთავრობა და საპატრიაქო შეთანხმდნენ, რომ არდგომის ღამეს მრევლი ტაძრებში 21 საათამდე მივიდოდა და 06 საათამდე დატოვებდა.

“მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი, არ დაიხუროს ეკლესიები და სოციალური დისტანცირება იყოს დაცული. შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, დადგენილი ჯანდაცვის სამინისტროს და NCDC-ის მიერ. დიდი ზომის ეკლესიებში დაცული იქნება მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები“, — განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერის მრჩეველმა

გარდა ამისა, ჩიქოვანის თქმით, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება საპატრულო პოლიცია, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური დისტანციისა და კომენდანტის საათის წესების დაცვას. ჩიქოვანისგან განსხვავებით, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ პატარა ტაძრებში მრევლი უნდა იყოს ეზოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი