ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს

საპრეზიდენტო არჩევნებში 3 კანდიდატი: ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია იღებდნენ მონაწილეობას. ფარული კენჭისყრით 18-მა დელეგატმა ლევან კობიაშვილს დაუჭირა მხარი, 15-მა დელეგატმა რევაზ არველაძის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, ხოლო მამუკა კვარაცხელიამ ვერც ერთი ხმა მიიღო.

ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. კობიაშვილს გამარჯვება პირველად მისმა კონკურენტმა რევაზ არველაძემ მიულოცა.

Posted by netgazeti.ge on Saturday, October 3, 2015

სფფ-ის ახალი პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილისა და მისი გულშემატკივრების შეხვედრა – ემოციები სასტუმრო “ჰოლიდეი ინიდან”.

Posted by netgazeti.ge on Saturday, October 3, 2015

 

არჩევნები მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დღის პირველ ნახევარში დაპირისპირება მოხდა ლევან კობიაშვილსა და რევაზ არველაძის მხარდამჭერებს შორის. კობიაშვილი აცხადებდა, რომ სასტუმროს ერთ-ერთ ოთახში დელეგატები ჰყავდათ ჩაკეტილი.


რევაზ არველაძის ერთ-ერთი მხარდამჭრი, დელეგატი გეგა გობეჯიშვილი გუშინ ღამით ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ბრალდებით დააკავეს, რომელიც დღეს, 3 ოქტომბერს 500-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლეს. არველაძე მოითხოვდა მონაწილეებს მოეხსნათ საკუთარი კანდიდტურები და არჩევნები არ ჩატარებულიყო, სანამ გობეჯიშვილი არ გათავისუფლდებოდა, თუმცა გობეჯიშვილმა გათავისუფლების შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა უეფას რეკომენდაციით არ მიიღო.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ 11 აგვისტოს გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა.

 

ლევან კობიაშვილი: ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე
ლევან კობიაშვილი: ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე