ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი $600 000 დოლარი გამოყო. ეს თანხა მოხმარდება COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
ამ ინფორმაციას 17 აპრილს აშშ-ის საელჩო ავრცელებს საქართველოში.
COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით მთლიანობაში $1.7 მილიონი დოლარი გამოყო.