აშშ-ის მთავრობამ საქართველოს დამატებით $600 ათასი გამოუყო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ინფორმაციით, ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი $600 000 დოლარი გამოყო. ეს თანხა COVID-19-ის საპასუხო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება.

COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად და ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფთა დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ USAID/Georgia-ის მეშვეობით მთლიანობაში $1.7 მილიონი დოლარი გამოყო.