პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს

დავით ლორთქიფანიძე უკვე იმყოფებოდა დაკითხვაზე. შსს-ს განცხადებით, ამ დროისათვის მომხდარის გამოძიება სსკ-ის 238-ე მუხლით, ხულიგნობის ბრალდებით მიმდინარეობს. დავით ლორთქიფანიძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრია.

 

დაპირისპირებამ მოგიანებით სხდომათა დარბაზში გადაინაცვლა. ერთმანეთს დავით ლორთქიფანიძე და ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი დაუპირისპირდნენ. 

 

დღეს პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები მედიის ზეწოლისაგან გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ “თავისუფალი ზონისა” და პარტია ენმ-ის წევრები.