“მე ყოველთვის აბსოლუტურად ვიზიარებ ღირსეული ადამიანების რეკომენდაციებს, თუმცა საკუთარ თავზე, საკუთარ მომავალზე დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებას შესაბამისი ანალიზის საფუძველზე. ჩემს მომავალ ხედვებში და სტრატეგიაში თანამდებობის დატოვება არ ჯდება. მე თავის დროზე ჩავიხედე თვითმმართველობის კანონში, რომლის შესაბამისადაც ვიმოქმედე და ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა. იმ შემთხვევაში, თუ ჩემი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთი ვერ დააკმაყოფილებდა ჩემი კვალიფიკაციის მოთხოვნას, მე აღნიშნულ თანამდებობაზე ვერ დავიწყებდი მუშაობას”, – განუცხადა გიორგი არეშიძემ დღეს, 2 ოქტომბერს ჟურნალისტებს.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ ცოლისძმას, გიორგი არეშიძეს ტელეკომპანია “მაესტროს” პირდაპირ ეთერში ურჩია, რომ თბილისის მერიაში დაკავებული თანამდებობიდან გადამდგარიყო.
წმინდა ნიკოლოზის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი, რომელიც თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის ცოლისძმამ, გიორგი არეშიძემ დაამთავრა, ავტორიზებული არ არის და, როგორც მისი დირექტორი, მერი კახიაშვილი აცხადებს, დიპლომებს, რომელსაც ბოლო წლებში სასწავლებელი გასცემდა,სახელმწიფო არ აღიარებს.





