17 აპრილიდან სრულად იკრძალება მანქანით გადაადგილება

საქართველოს მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.

ეს გადაწვეტილება პრემიერის პრესპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გამოაცხადა. აკრძალვა არ ეხება სატვირთო მანქანებს. კომპანიებმა შესაბამის სამინისტროებს უნდა მიმართონ თანამშრომლების სახლიდან სამსახურში და უკან ტრანსპორტირების ნებართვის მისაღებად.

ამასთან, 17 აპრილიდან აუცილებელი ხდება დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება. ვალდებულების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იურიდიულ პირებს — ჯარიმა 15000 ლარია.

ამასთან, 17 აპრილიდანვე იზღუდება სასაფლაოებზე შესვლა.

17 აპრილიდან სრულად იკრძალება მანქანით გადაადგილება

[მასალა განახლდება]