ახალი ამბები

ჩავკეტავთ სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას – კალაძე

16 აპრილი, 2020 • 821
ჩავკეტავთ სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და სასაფლაოებამდე მისასვლელ გზებს ჩაკეტავს. თბილისის მერიის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ  სასაფლაოებზე დაწესებულ შეზღუდვებზე მთავრობა დამატებით განმარტებებს უახლოეს მომავალში გააკეთებს, შესაბამისად, ამ საკითხზე მეტ ინფორმაციას ჯერ ვერ გაავრცელებენ.

“შესაბამის სამსახურებთან ერთად ჩავკეტავთ სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, დავრჩეთ სახლში, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე… კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სააღდგომო დღეები სწორად გავიაროთ, რათა მომდევნო დღეების განმავლობაში დამატებითი პრობლემები არ შეგვექმნას”,-განაცხადა კალაძემ.

ქალაქის სასაფლაოებზე შესაძლო შეზღუდვების დაწესების შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გუშინ, 15 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

“საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით ქალაქებში წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი