საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსად გიორგი გვიმრაძე დაინიშნა

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელში აცხადებენ, გვიმრაძე უკვე ერთი წელია მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიულ დოკუმენტზე. გვიმრაძის თქმით, სწორედ სტრატეგია გულისხმობს ერთიანი საინფორმაციო სამსახურის შექმნას. 


გაერთიანებული ნიუსრუმის პროექტის დასაწყებად, ოქტომბრის შუა რიცხვებში ტელევიზიაში უცხოელ ექსპერტებს ელოდებიან. 

 

საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის თქმით, პროექტზე მუშაობას ერთი წელი დასჭირდება, თუმცა ახალი პროექტის ელემენტები საინფორმაციოში უახლოეს მომავალში გაჩნდება.