15 აპრილი: ბოლო 24 საათში 10-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი

15 აპრილის 10:00 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 10-ით გაიზარდა  კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. ამჟამად ქვეყანაში 306 შემთხვევაა რეგისტრირებული.

აქედან გამოჯანმრთელდა 69 პაციენტი, გარდაიცვალა 3, დანარჩენები კი აგრძელებენ მკურნალობას.

კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 ათასამდე პირი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 462.