პანდემიის პირობებში სილქნეტს მომსახურების ფასები არ გაუზრდია

პანდემიის პირობებში სილქნეტი ყველა ზომას მიმართავს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს მდგრადობა და გააგრძელოს ოპერირება. ამ ვითარებაშიც კი, კომპანიამ არ გაზარდა მომსახურების ფასები, პირიქით, არაერთი შეღავათიანი შეთავაზება მიაწოდა მომხმარებლებს, რათა მაქსიმალურად შეუმსუბუქოს დისტანციურ რეჟიმში მუშაობა, სწავლა და ურთიერთობა ინტერნეტის მეშვეობით.

სილქნეტი გადავიდა 24-საათიანი მუშაობის რეჟიმში, რათა მოსახლეობას არ შეუფერხდეს მომსახურების, განსაკუთრებით კი ინტერნეტის მიწოდება.

არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანი გავიდა თვითიზოლაციაში, ბევრმა დატოვა ქალაქი და დროებით ქალაქგარეთ სახლებში გადავიდა საცხოვრებლად. მაშინვე მოხდა ინსტალაციებზე განაცხადების ზრდა და შემდგომმა დაკვირვებამ და ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ის ერთთვიანი აბონენტები იყვნენ, ვინც დროებით, მხოლოდ კარანტინში ყოფნის პერიოდში ერთვებოდნენ, ხოლო ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ტოვებდნენ სილქნეტის ქსელს.

სილქნეტმა  ინსტალაციის  პირობები განაახლა, რაც ერთის მხრივ ემსახურება კომპანიის ბიზნესის დაზღვევას და მეორეს მხრივ, აბონენტისთვის შეღავათების შენარჩუნებას და არა ფასების გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ ინსტალაციის საფასურის უმეტესი ნაწილი აბონენტებს უბრუნდება შეღავათის სახით, კერძოდ, გაუუქმდებათ სააბონენტო გადასახადი ქსელით სარგებლობის პირველ და მეოთხე თვეებში და საჩუქრად გადაეცემათ ჯეოსელის ოთხი სიმ-ბარათი: ოთხი ჯეოსელის ნომერი ერთმანეთთან უფასო საუბრით.

აქვე შევახსენებთ ყველა იმ ქმედებას, რაც სილქნეტმა გაატარა უკანასკნელ პერიოდში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ და რაც მედიაში ფართოდ გაშუქდა:

[checklist]

[/checklist]

და ბოლოს, სილქნეტს ათასობით ადამიანი ჰყავს დასაქმებული, რომლებიც მილიონობით მომხმარებელს ემსახურებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა შეუფერხებლად მიაწოდონ სატელეკომუნიკაციო მომსახურება.

მთელი მსოფლიოსთვის დამდგარ ამ რთულ დროს სილქნეტის მიზანია, დარჩეს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად და აწარმოოს მდგრადი ბიზნესი, რაც უპირველეს ყოვლისა, თავისი თანამშრომლების, მომხმარებლისა და ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.