აფხაზეთში კორონავირუსი 95 წლის პაციენტს დაუდგინეს

1925 წელს დაბადებულ მოქალაქეს, აფხაზეთში კორონავირუსი დაუდგინეს. შესაბამისად, დადასტურებული შემთხვევები აფხაზეთში 3-მდე გაიზარდა [ქართული მხარე ამ მონაცემებს არ ენდობა].

აფხაზური მხარის ოფიციალური ინფორმაციითვე, 95 წლის პაციენტი, რომელიც პირველი ორი პაციენტის კონტაქტია, თვითიზოლაციაში რჩება, რადგან ჰოსპიტალიზაციაზე უარს აცხადებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის.

კორონავირუსი გალის რაიონიდან ზუგდიდის საავადმყოფოში გადმოყვანილ ქალსაც დაუდასტურდა. ის ამჟამადაც ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობს.