პლაქვენილი და აზითრომიცინი (არ) მუშაობს

ავტორი: მამუკა მაჩაიძე – ექიმი ინფექციონისტი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი

როგორც მოგეხსენებათ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 19 მარტს გამოაცხადა, რომ მალარიის სამკურნალოდ გამოყენებული ძველი პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) აზითრომიცინთან კომბინაციაში COVID-19-ის მკურნალობის მხრივ დიდ იმედს იძლევა და მისი გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. 4 აპრილს ტრამპმა კვლავ ისაუბრა ამ წამლებზე და პირდაპირ მოუწოდა მოქალაქეებს მათი მიღებისკენ.

პირველ განცხადებას 24 საათში მოჰყვა ქვეყნის მთავარი ინფექიონისტის, ტონი ფაუჩის, განმარტება, რომ ნახსენები წამლები მხოლოდ სინჯარაში (in vitro) იყო შესწავლილი და იმის თქმა, რომ ისინი COVID-19-ის წინააღმდეგ გამოდგებოდა, ნაადრევია. ფაუჩის თქმით, ამ წამლების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დასადგენად შემდგომი კვლევაა საჭირო.

ტრამპის პირველი მოწოდება ქართულ მედიასივრცეშიც ფართოდ გავრცელდა. შედეგად, აფთიაქებში პლაქვენილის მასობრივი შესყიდვა დაიწყო, შტატებში კი წამლის მიღებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლიმიტირებული ინფორმაციის ფონზე, კლინიცისტები და მეცნიერები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, სამედიცინო ცენტრების უმრავლესობამ ჰიდროქსიქლოროქინი მაინც შეიტანა თავის არსენალში. დღეისთვის პრეპარატს მხოლოდ შერჩეულ პაციენტებში უკუჩვენების არარსებობის  შემთხვევაში იყენებენ. ამასობაში მედიკოსები კლინიკურ, გააზრებულ და რანდომიზირებულ (ყველაზე მაღალი ხარისხის) კვლევებს ელიან.

უახლოეს მომავალში ფრანგულ სამეცნიერო ჟურნალში M´edecine et Maladies Infectieuses გამოქვეყნდება კვლევა, სახელწოდებით „მძიმე COVID-19 ინფექციის მქონე პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინისა და აზითრომიცინის კომბინაციის გამოყენების ფონზე ვირუსის კლირენსი (მოშორება) ან კლინიკური სარგებელი არ დასტურდება“. (ამ ეტაპზე სტატია არის ე.წ. pre-proof, რაც ნიშნავს, რომ ის მიღებულია ჟურნალში დასაბეჭდად, მაგრამ არ წარმოადგენს საბოლოო ვერსიას).

 

 

მოდით, დავშალოთ ეს კვლევა და დავაკვირდეთ დეტალებს, რადგან პასუხი ყოველთვის დეტალებშია:

  1. კვლევა პარიზული კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის მიერაა წარმოებული (კვლევა ევროპულია, შესაბამისად, შედარებით სანდო).
  2. ინტერესთა კონფლიქტი – თუ ავტორებს სანდო წყაროებში (Transparency in Healthcare Database) მოვძებნით, ვნახავთ, რომ მათ კავშირი აქვთ Gilead-თან, რემდესევირის (მთავარი მეტოქის) მწარმოებელ კომპანიასთან. ეს პირველი გამაფრთხილებელი ნიშანია. თუმცა, თუ კვლევა ვალიდურია, ამ პრაქტიკას ეთიკის საბჭო, ზოგადად, არ კრძალავს.
  3. რაც შეეხება საკუთრივ კვლევას:

ბოლოს და ბოლოს, ვენდობით თუ არა და რა გვასწავლა ამ კვლევამ?  


სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ვებგვერდზე – http://covid19info.ge. მისი დამფუძნებლების განცხადებით, გვერდის მიზანია მოქალაქეებსა და სამედიცინო საზოგადოებას ქართულ ენაზე მიაწოდოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია ახალ კორონავირუსზე და მის მიერ გამოწვეულ დაავადებაზე, რომელიც ცნობილია COVID-19-ის სახელით.

“გვერდზე განთავსებული სტატიები, რჩევები და რეკომენდაციები არჩეულია ისეთი სანდო წყაროებიდან, როგორებიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC), პაბმედი (PubMed) და სხვა სამეცნიერო მონაცემთა ბაზები. სტატიები სიფრთხილით ირჩევა, ითარგმნება და რედაქტირდება დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების მიერ, ინფექციონისტ მამუკა მაჩაიძის (ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრი, აშშ) მეთვალყურეობის ქვეშ.
სამეცნიერო თვალსაზრისით, გვერდის მიერ გავრცელებული მასალის სანდოობას ადასტურებს და პროექტს მხარდაჭერას უცხადებს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი”, – ნათქვამია გვერდის დამფუძნებელთა განცხადებაში.