ახალი ამბები

ტესტების რა მარაგები არსებობს ქვეყანაში

8 აპრილი, 2020 • 1015
ტესტების რა მარაგები არსებობს ქვეყანაში

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 8 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებული ტესტების მარაგების შესახებ ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში 2 ათასი PCR ტესტია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით 18 ათას ტესტს ელოდება. ტიკარაძის განმარტებით, გაფორმებული ხელშეკრულებით სამინისტრო 84 ათას PCR  ტესტს ელოდება.

“რაც შეეხება ტესტებს, ამ ეტაპისთვის საქართველოში უკვე ადგილზე გვაქვს PCR ტესტების რაოდენობა 2000 ოქროს სტანდარტის, დამატებითი 10 ათასი ტესტი, რომელიც უკვე შემოსულია. გზაშია 18 ათასი ტესტი, ხოლო საერთო შეკვეთის რაოდენობა 84 ათასია. გარდა ამისა, სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით ანტისხეულების ტესტი უკვე ადგილზეა 4000 და გზაშია 20 ათასი, ხოლო ამ ეტაპისთვის გაფორმებული ხელშეკრულებებით ჩვენ 24 ათასს ველოდებით.

სწრაფ ტესტებს, რომელსაც მოქალაქეები ელოდებიან, საკმაოდ ფრთხილი გამოყენება სჭირდება… რადგან  ყოველთვის ვიმეორებთ, რომ ჩვენთვის ხარისხი მნიშვნელოვანია… აქედან გამომდინარე, ჩვენ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოვიყენებთ ამ სწრაფ ტესტებს. მათი რაოდენობა ამ ეტაპზე 2 ათასია – 52 ათასი კი გზაშია. მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან დადასტურებული იქნება ამ ტესტების და უსაფრთხო და მაღალი საანდოობის გამოყენების სტანდარტი, გეგმაში გვაქვს, რომ დამატებით 200 ათასი შემოვიტანოთ”,-ამბობს ტიკარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი