ომბუდსმენი: საგანგებოს დროს პრიორიტეტი უნდა იყოს ოჯახში ძალადობის აღკვეთა

ომბუდსმენი საგანგებო მდგომარეობის პირობებში პრიორიტეტად მიიჩნევს სახელმწიფოს მიერ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას და თუ ასეთი შემთხვევები მოხდება, მათზე დროულ და ეფექტიან რეაგირებას.

სახალხო დამცველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმართვიანობა არ გაზრდილა, საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათის მოქმედება ზრდის ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკებს და ართულებს დაცვის და დახმარების სერვისებზე პირდაპირ წვდომას.

ომბუდსმენის თქმით, მიმართვიანობა არ გაზრდილა არც ძალადობის მსხვერპლთა კრიზისულ ცენტრებსა და თავშესაფრებში.

საქართველოს სახალხო დამცველი, ქალთა და ლგბტ+ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის, მათ შორის, მიმართვიანობის გაზრდილი რისკების საპასუხოდ, მნიშვნელოვნად მიიჩნევს:

ამავე საკითხზე რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრამა შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ. ის ირწმუნება, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ოჯახში დანაშაულმა იკლო:

“ჩვენი დაკვირვებით, პირიქით, კლება  გვაქვს ამ მიმართულებით. ეს,  რა თქმა უნდა, დამსახურებაა ჩვენი  საზოგადოების თვითშეგნების ზრდის და ამავე დროს , პოლიციელების აქტიურობის.  ჩვენ მზად ვართ, პროაქტიულ რეჟიმში ვიმუშაოთ ამ მიმართულებით”, – ამბობს საბანაძე.

მისი თქმით, ეს მიმართულება უწყებისთვის პრიორიტეტულია და ყველას მოუწოდებენ, ვისაც ეს სჭირდება, პოლიციას მიმართონ.

ძალადობის მსხევრპლებს დახმარებას სახალხო დამცველიც სთავაზობს. ომბუდსმენი მოუწოდებს მოქალაქეებს, მათი უფლებების დარღვევების შემთხვევაში მიმართონ სახალხო დამცველის აპარატს ცხელ ხაზზე 1481; აზერბაიჯანულ ენაზე კონსულტაციისთვის დაურეკეთ ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელ მურად გუსეინოვს ნომერზე – 591 70 10 73, ხოლო სომხურ ენაზე კონსულტაციისთვის დაუკავშირდნენ ანდრანიკ ბაღდასარიანს ნომერზე – 595 80 78 44.