ახალი ამბები

თბილისის ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა

7 აპრილი, 2020 • 1893
თბილისის ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქალაქში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა. მერიაში აცხადებენ, რომ ბაზრების დახურვის გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

“ბაზრების დაკეტვა კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებს უკავშირდება. საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია იყო, რომ თბილისში არსებული აგრარული ბაზრები დახურულიყო”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” მერიაში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ქვეყნის მასშტაბით ერთმანეთის მიყოლებით იხურება ყველა დიდი აგრობაზარი. 3 აპრილს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის გადაწყვეტილებით, სენაკის ბაზარი დაიკეტა. ასევე დაიხურა აგრარული ბაზარი ზუგდიში.

დახურვას გადაურჩა ფოთის ბაზარი, სადაც ყველა მომხმარებელს შესვლამდე სიცხეს უზომავენ, ფულს უხურდავებენ, დეზინფექციას უტარებენ და აუთოებენ.

ფოთის აგრობაზარში ფულს აუთოებენ [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი