მთავრობა ეროვნული გამოცდების ფორმატს და თარიღს არ ცვლის

განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის თქმით, ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღის და ფორმატის ცვლილება არ იგეგმება.

“ტელესკოლის ფარგლებში განსაკუთრებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც აბიტურიენტები იღებენ კონსულტაციებს ჩვენი წამყვანი სპეციალისტებისგან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენ გავახანგრძლივეთ ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა, მაგრამ ეს არანაირად არ ეხება თვითონ ეროვნული გამოცდების თარიღებს. ამ ეტაზე ეროვნული გამოცდების ფორმატის ან თარიღის ცვლილების საკითხი არ განიხილება”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციის ვადა 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა.