ლარი დოლართან 2.4 თეთრით, ევროსთან კი 6.4 თეთრით გამყარდა

3 აპრილის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან 2.4 თეთრით, ევროსთან კი 6.4 თეთრით არის გამყარებული.

შესაბამისად, ხვალ, 4 აპრილს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 3.16 ლარი, ერთი ევროსი კი, 3.41 ლარი იქნება.