სირიელი ოსამა აბდულ მოსენი პროფესიით მწვრთნელია და სირიაში საფეხბურთო კლუბს წვრთნიდა. ამის შესახებ ესპანეთში გახდა ცნობილი და ესპანურ საფეხბურთო აკადემიას სურვილი გაუჩნდა, რომ მოსენმა მათ აკადემიაში ასწავლოს. თუმცა ის მხოლოდ არაბულ ენაზე საუბრობს და საწყის ეტაპზე ოსამა აბდულ მოსენს ესპანურ ენის სწავლაში დაეხმარებიან. სირიელი მწვრთნელი ”ხეტაფეს” საფეხბურთო სკოლაში ასწავლის.
ოსამა აბდულ მოსენი შვილებთან ერთად ესპანეთში გუშინ ჩავიდა, სადაც მას საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლები დახვდნენ. ესპანეთი გასულ კვირას 17,680 მიგრანტის მიღებას დათანხმდა.
ოსამა აბდულ მოსენი შვილებთან ერთად უნგრეთის გავლით გერმანიაში ჩასვლას ცდილობდა. უნგრული ტელევიზიის ჟურნალისმა მას განზრახ ფეხი წამოუდო და წააქცია. ეს ფაქტი სხვა ჟურნალისტემა გადაიღეს და ვიდეო ინტერნეტში გაავრცელეს. უნგრელი ჟურნალისტი ოსამა აბდულ მოსენისა და სხვა სირიელი მიგრანტების შეურაცხყოფის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.