საქართველოში Covid-19-ის სტატისტიკა ასაკობრივ და გენდერულ ჭრილში

დაავადებათა ეროვნული კორნტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 16 თებერვალს გამოვლინდა მას შემდეგ კი ახალი შემთხვევების დინამიკა მცირედით მიიწევდა წინ.

23 მარტამდე საქართველოში ერთ დღეში 10-ზე მეტი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, 23 მარტს პირველად მოხდა, რომ ერთ დღეში 13 ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი. რის შემდეგაც დადასტურებული შემთხვვეების რაოდენობა 1 აპრილამდე კვლავ არ აცდენილა ერთ დღეში 10-ს. 1 და 2 აპრილს კი დღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობამ 10-ს გადაარჭაბა, თუმცა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით “როდესაც გვაქვს შიდა გადაცემა, დღეში 18-20 პაციენტი ტრაგედია არაა”.

2 მარტს საქართველოს მასშტაბით შეწყდა საგანმანათლებლო პროცესი, 4 მარტს კი შეწყდა საჰაერო მიმოსვლა იტალიასთან. 19 მარტს დაიკეტა საქართველოს საზღვრები და ასევე დაიხურა კაფე-ბარები. 21 მარტს დაიხურა სავაჭრო ცენტრებიც და ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ასევე შეწყდა საქალაქთაშორისო მიმოსვლა.

30 იანვრიდან 25 თებერვლის ჩათვლით ქვეყანაში კორონავირუსზე 30 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, 26 თებერვლიდან კი ტესტირებების საერთო რაოდენობამ და მათმა სიხშირემ იმატა. 4 აპრილის მონაცემებით საქართველოში ტესტირება ჩუტარდა 2574 ადამიანს, საიდანაც, ჯამში, კორონავირუსის 148 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება გენდერულ და ასაკობრივ დაყოფას, კორონავირუსის ყველაზე მეტი – 31 შემთხვევა დაფიქსირებულია 15-დან 29 წლის ასაკის ადამიანებში, აქედან 19 მამაკაცია. პაციენტების საშუალო ასაკი კი 40 წელს შეადგენს. ყველაზე მცირეწლოვანი, ვისაც ამ დროის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა, 2 წლის მოზარდია, ხოლო ყველაზე ასაკოვანი- 87 წლის.

 

4 აპრილის 17:30 საათის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 148 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 27 ადამიანი, ხოლო ამ დრომდე დაინფიცირებულად ითვლება 121 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 319 პირია მოთავსებული.