რუსეთში COVID-19-ის შემთხვევებმა 4000-ს გადააჭარბა- WHO

რუსეთის ფედერაციაში, WHO -ს სტატისტიკის თანახმად,  3 აპრილს COVID-19-ით დაავადების შემთხვევებმა 4000-ს გადააჭარბა. სტატისტიკას  რუსეთის მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული სპეციალური ოპერატიული საბჭო აწარმოებს და აწვდის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას.

ამ მონაცემების მიხედვით, 3 აპრილს  რუსეთში ვირუსით გარდაცვლილია 34 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 281 პაციენტი. ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია  მოსკოვში.

რუსეთის რეგიონების უმრავლესობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა კარანტინის რეჟიმი — მოქალაქეებს ეკრძალებათ სახლიდან გასვლა საჭიროების გარეშე.

ვლადიმერ პუტინმა გუშინდელ მიმართვაში COVID-19-ის გამო მთელი აპრილი დასვენებად გამოაცხადა (გარდა სასიცოცხლოდ აუცილებელი სფეროების მუშაკებისთვის) და განაცხადა, რომ ეპიდემიასთან ბრძოლაში ძირითადად გადაწყვეტილებებს თითოეულ რეგიონში მისი გუბერნატორი მიიღებდა. იმავე დღეს თანამდებობა სამმა გუბერნატორმა დატოვა.