საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლზე პომიდვრების დამშენი დაკავებულია

 

შს სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, მერაბ ღოღობერიძე დაკავებულია ადმინისტრციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც ნიშნავს წვრილმან ხულიგნობას.

 

დღეს დილით ბათუმში, გიორგი პაპუაშვილის სახლთან მოქალაქეთა მცირე ჯგუფი იმის გასაპროტესტებლად შეიკრიბა, რომ წუხელ საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება გიგი უგულავას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სახლს ბათუმში დაცვის პოლიცია იცავს.