ფოთში სარკინგზო ავარია მოხდა

მომხდარ ავარიაზე განცხადებას ავრცელებს საქართველოს რკინიგზაც:


“ფოთის სადგურში გაჩერებული ელექტროსექცია კერძო ოპერატორის კუთვნილმა თბომავალმა დააზიანა. კერძო კომპანიის წარმომადგენლებმა დაარღვიეს მოძრაობის წესები, რასაც მოჰყვა აღნიშნული შემთხვევა. მომხდარის შედეგად მცირედით დაზიანდა მოძრავი შემადგენლობა, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ მომხდარი ფაქტის შესწავლას”, – ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.