1 აპრილი: კორონავირუსის შემთხვევები 115-მდე გაიზარდა

1 აპრილის 10:20 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 5-ით გაიზარდა და 115-ს მიაღწია. აქედან გამოჯანმრთელდა 22 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 100-ზე მეტი ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 300-მდე.