“რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს – დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონების შემდეგ რთველში გურჯაანის, ლაგოდეხისა და თელავის რაიონების სოფლებიც ჩაერთო.

 

კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 21 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, 6 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ღვინის საწარმო”, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში. მათივე ცნობით, ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 80 ღვინის კომპანია.

 

ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე კახეთის რეგიონში ფერმერები საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი ცნობით, ღვინის კომპანიები ყურძენს არ იბარებენ, ისინი ასევე ითხოვენ ჩასაბარებელი ყურძნის ფასის გაზრდას. წინააღმდეგ შემთხვევაში,  პროტესტის ნიშნად ყურძენს არ ჩააბარებენ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *