კორონავირუსისგან საქართველოში უკვე 21 ადამაინი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 21 ადამიანი განიკურნა. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ გვერდზე – stopcov.ge-ზე უკვე გამოქვეყნდა.

31 მარტის შუადღის [13:23 საათი] მონაცემებით, 26 თებერვლიდან საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 21. ეს ნიშნავს, რომ ამჟამად ქვეყანაში 89 აქტიური პაციენტი ფიქსირდება  ანუ ის პირი, ვინც ახლა მკურნალობს.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4995 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.