1/8 ფინალში ქართველი კალათბურთელები D ჯგუფის გამარჯვებულ ლიტვის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი საფრანგეთში, ქალაქ ლილში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, მასპინძელი ხორვატია დაამარცხა 71:58 (13-ქულიანი სხვაობით). ამის შემდეგ საბერძნეთის გამარჯვებამ ნაკრებს მერვედფინალში ასპარეზობის საშუალება მისცა.
