31 მარტის დილის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 108 ადამიანს აქვს დადასტურებული, საიდანაც 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 30 მარტის საღამოს შემდეგ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ხუთი პაციენტით გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმში 5 ათასზე მეტი ადამიანია მოთავსებული, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 260-ზე მეტი.