სერბი ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ვალიევოს ეპისკოპოსი მილუტინი (მიხაილო კნეზევიჩი) კორონავირუსით გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ სერბეთის საპატრიარქო ავრცელებს.

სააგენტო romfea.gr-ს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც COVID-19 დაუდგინდა, ეპისკოპოსი ბელგრადის სამხედრო ჰოპიტალში მკურნალობდა. 71 წლის ეპისკოპოსს სხვა თანმდევი დაავადებებიც აღენიშნებოდა. გამოცემის ცნობით, მას კონტაქტი ჰქონდა მღვდლებთან, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინეს.

30 მარტის მონაცემებით, სერბეთში კორონავირუსით 741 ადამიანი დაინფიცირდა, საიდანაც 13 გარდაიცვალა.