სომხეთში ინფიცირებულთა რიცხვმა 482-ს მიაღწია | COVID-19

30 მარტის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 482-მდე მოიმატა.

მათ შორის არის სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის 14 თანამშრომელი.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 482-დან 3 პაციენტი გარდაიცვალა, 30 გამოჯანმრთელდა, დანარჩენები კი მკურნალობას აგრძელებენ.

ამასთან, ჩატარდა კიდევ 2216 ტესტი COVID-19-ზე, რომელმაც უარყოფითი შედეგები უჩვენა.

30.03.2020, 11։00 AM #COVID19 updates in Armenia

Total cases: 482
Recoveries: 30
Patients receiving treatment: 449
Negative tests: 2216
Deaths: 3 pic.twitter.com/XCAOQLS3xc

— Ministry of Health (@MinHealth_Arm) March 30, 2020

დღესვე სომხეთის მთავრობა, პრემერ ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით, საგანგებო სესიას მართავს, სადაც სამთვიანი ანტიკრიზისული გეგმა უნდა წარმოადგინონ კორონავირუსთან დაკავშირებით.

სპეციალური პლენარული სხდომა იმართება პარლამენტშიც.