ახალი ამბები

კორონავირუსის სიმპტომებით აფხაზეთიდან ზუგდიდში პაციენტი გადაიყვანეს

30 მარტი, 2020 • 1496
კორონავირუსის სიმპტომებით აფხაზეთიდან ზუგდიდში პაციენტი გადაიყვანეს

გამოცემა “ლაივპრესის” ინფორმაციით, გალიდან ზუგდიდის ინფექციურ სავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ქალი გადმოიყვანეს. “ლაივპრესი” წერს, რომ ამჟამად პაციენტი საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება. “ამ საღამოს ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხევაში გაიგზავნება ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში”,-უთხრეს გამოცემას ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში.

ნეტგაზეთი ინფორმაციის გადამოწმებას ჯანდაცვისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი