რიყის პარკისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა დროებით დაიკეტება

მგზავრების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, როგორც მერიაში აცხადებენ, საბაგიროს სისტემატურად უტარდება ტექნიკური დათვალიერება.

 

“რიყის პარკისა და ნარიყალას დამაკვაშირებელი საბაგირო გზა 2012 წლიდან ფუნქციონირებს და დღეში საშუალოდ 2 500 მგზავრს ემსახურება. ის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და სისტემატური შემოწმება უსაფრთხოების ნორმის დასაცავად ერთ-ერთი მთავარი პირობაა”, – წერია მერიის განცხადებაში.