საქართველოში კორონავირუსისგან 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა და ჯამში მათმა რაოდენობამ 18 შდგინა. 29 მარტის 10:40 საათის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევაა.

“განმეორებით ჩატარებული [ტესტის] პასუხებით ორ პაციენტთან პასუხი უარყოფითია. ეს პაციენტები დღეს დატოვებენ ჩვენს კლინიკას. როგორც თქვენ იცით გუშინ ქვეყანაში იყო 16 გამოჯანმრთელებული, აქედან 15 ჩვენი პაციენტი. ამ თხუთმეტს ახლა დაემატება ორი და იქნება 17 გამოჯანმრთელებული ჩვენს ცენტრში, ჯამში 18. ამ 17-დან ორი ბავშვია,”-ამბობს ეზუგბაია.