მოლდოვაში გაშლილი კარვებით დემონსტრაციები გრძელდება

BBC-ს ცნობით, დემონტრანტებმა მთელი ღამე კიშინოვის მთავარ მოედანზე გაატარეს, სადაც მთავრობის სახლის წინ კარვების ქალაქი მოაწყვეს. კარვების ქალაქს აქციის მონაწილეებმა “ღირსებისა და სამართლიანობის ქალაქი” შეარქვეს. 

 

აქციის ორგანიზატორის, სამოქალაქო მოძრაობა DА-ს (Demnitate si adevar – ღირსება და სამართლიანობა) განცხადებით, დემონსტრანტები მოითხოვენ 1 მილიარდ ევროს, რომელიც მათი განმარტებით სამმა კომერციულმა ბანკმა ხელისუფლების ჩუმი თანხმობით მიისაკუთრა. ამ ფაქტს მოლდოვაში “საუკუნის დაყაჩაღება” შეარქვეს.

 

მოლდოვის პრემიერმა ვალერიუ სტრელეცმა დემონსტრანტებთან მოლაპარაკებების საწარმოებლად სამუშაო ჯგუფი შექმნა.